ხელოვნების სასახლის კოლექციები Google-ის კულტურულმა ინსტიტუტმა საკუთარ პლატფორმაზე განათავსა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში დაცული უნიკალური კოლექციები მსოფლიოს უდიდესმა Google-ის კულტურულმა ინსტიტუტმა საკუთარ პლატფორმაზე განათავსა და ქართულ ეროვნულ სამოსს დიდი ვირტუალური გამოფენა მიუძღვნა.
ამიერიდან, Google-ის პლატფორმაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული საგანძურის უნიკალური ნიმუშები, მათ შორის ქართული ნაბადი და ბრწყინვალე თავადური ახალუხი, უძველესი ხავერდისაგან შეკერილი სამეფო სამოსი, ოქრომკედით დამშვენებული კაბები, ფილმიდან „ქეთო და კოტე“ თავადი ლევანის, ასევე ჭაბუა ამირეჯიბის და დიდი ქორეოგრაფის, დავით ჯავრიშვილის ბრწყინვალე ჩოხები.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი პირველი ქართული მუზეუმია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პოპულარული და მასშტაბური სახელოვნებო გაერთიანების Google-ის კულტურული ინსტიტუტის სრულუფლებიანი პარტნიორია. მუზეუმში დაცულ ეროვნულ სამოსს კი ინსტიტუციამ მეორე დიდი გამოფენა მიუძღვნა – ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები