სათვისტომო “კოლხეთი” ემიგრანტებს ქალაქ მილანში უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს

11 მარტს, 10 საათიდან 13 საათამდე სათვისტომო კოლხეთი მილანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის ორგანიზებას უკეთებს უფასო იურიდიულ კონსულტაციებს. წინასწარი ჩაწერა ნომერზე: 329.9738089.
სათვისტომო „კოლხეთის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბეგლარ თავართქილაძეა. ის საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია იტალიაში, რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის დოქტორი, რომის სასამართლოს ექსპერტი, იტალიის იურიდიულ მთარგმნელთა ასოციაციის პრეზიდენტი.იტალიის ქართველთა სათვისტომო ,,კოლხეთის“ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს იტალიის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა, განსაკუთრებით კი ქვეყანაში არალეგალურად მყოფი პირების, რომლებიც განსაკუთრებულად დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ასოციაციასთან თანამშრომლობენ პროფესიონალი ადვოკატები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები