მურმან გურგენიძე სწავლას Carnegie Mellon University-ში სრული დაფინანსებით განაგრძობს
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული, მურმან გურგენიძე აშშ-ში გააგრძელებს სწავლას. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
მურმანი Carnegie Mellon University-ში ისწავლის ფიზიკის სადოქტორო პროგრამაზე. მას სრულად დაუფინანსდება სწავლა და ასევე მიიღებს სტიპენდიასაც.