სპექტაკლი “მუსიკის ჰანგები” უკრაინისათვის

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი 4,5,6 მარტს სპექტაკლს “მუსიკის ჰანგები” წარმოადგენს, გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში. “ახალი თეატრი” თანავუგრძნობთ თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ გმირებს,იქ დარჩენილ მოსახლეობას და აქ მყოფ უკრაინელ მოქალაქეებს და სწორედ ამიტომ, სპეციალურად ჩვენი და საქართველოში დარჩენილი უკრაინელი ბავშვებისთვის 4,5,6 მარტს წარმოგიდგენთ მუსიკალურ სპექტაკლს ,,მუსიკის ჰანგები”, რომლის შემოსავალი გადაირიცხება უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში. უკრაინის მოქალაქეებისთვის სპექტაკლზე დასწრება უფასოა, დიდება უკრაინას!გმირებს დიდება!” აღნიშნულია თეატრის განცხადებაში.
სპექტაკლის შესახებ: მიუზიკლი „მუსიკის ჰანგები“ დღესაც ძალიან აქტუალურია, რადგან ის ბავშვებისა და უფროსების ურთიერთობაზე მოგვითხრობს. დედის სითბოს მოკლებული ბავშვები, იძულებულნი არიან მამის დიქტატურას დაემორჩილონ და ამიტომ თავიანთ, ბავშვურ სამყაროში ჩაკეტილებს, უფროსების მიმართ მხოლოდ უნდობლობის და პროტესტის გრძნობა გააჩნიათ. ბავშვებსა და უფროსებს შორის კედლის დანგრევას მათი აღმზრდელი მარია, მუსიკის საშუალებით შეძლებს და არაჩვეულებრივ დედობასაც გაუწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები