მსოფლიო თასი I ფრისკი & სნოუბორდ სლოუფსტაილი
3-6 მარტს მსოფლიო თასი I ფრისკი & სნოუბორდ სლოუფსტაილი გაიმართება. მსოფლიოს ყველაზე წარმატებული სპორტსმენები მსოფლიო თასის მოსაპოვებლად უკვე ბაკურიანში არიან.
თოვლიან მთებზე მფრინავი აკრობატები და ექსტრემალური სანახაობა ასე ახლოს არასდროს ყოფილა.
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ინფორმაციით, 5-6 მარტს, ბაკურიანში, მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები ერთმანეთს სლოუფსტაილში შეეჯიბრებიან.
ფრისტაილის ამ სახეობაში, სპორტსმენები თხილამურებით ან სნოუბორდით დაშვებისას, ტრასაზე სხვადასხვა დაბრკოლებას აწყდებიან.
სლოუფსტაილის მონაწილეების შეფასება მათი ამპლიტუდის, ორიგინალურობისა და ილეთების ხარისხით ხდება.