შვეიცარიაში ქართული დიასპორის ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, დაიწყო ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება, რომელიც, შვეიცარიაში უკრაინის საელჩოსთან კოორდინაციით, უკრაინაში გაიგზავნება შვეიცარიაში ქართული დიასპორის სახელით.

“დღეს უკრაინა თავგანწირვით იბრძვის რუსული სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ. უკრაინელი ხალხი იცავს საკუთარ მიწას, სამშობლოს, სუვერენიტეტსა და თავისუფლებას. შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, უკრაინისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია სოლიდარობა და მხარდაჭერა. შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, დაიწყო ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება, რომელიც, შვეიცარიაში უკრაინის საელჩოსთან კოორდინაციით, უკრაინაში გაიგზავნება შვეიცარიაში ქართული დიასპორის სახელით.

ფინანსური დახმარების მიზნით ასევე გახსნილია 2 საბანკო ანგარიში, სადაც შესაძლებელია თანხის გადარიცხვა. გთხოვთ, დანიშნულების ველში მიუთითოთ „ქართული დიასპორა შვეიცარიაში“.

  1. Ludmilla Zuber

Ukrainischer Verein in der Schweiz; Ortsgruppe Bern; Zürich CH46 0900 0000 6139 47917; Konto 61-394791-7

  1. Ukrainisch-Schweizerischer Wirtschaftsverband

Konto-Nr./ Account: 254-207367.01Y; IBAN: CH78 0025 4254 2073 6701 Y; BIC: UBSWCHZH80A; UBS Switzerland AG; Postfach, 9001 St.Gallen

უკრაინული მხარის ინფორმაციით, საჭიროა შემდეგი პროდუქცია:

საკვები პროდუქტები

  • ბრინჯი
  • მაკარონი
  • ბურღულეული ან მათი ნაწარმი
  • ზეთი
  • კონსერვი (თევზის, ხორცისა და ბოსტნეულის ნაწარმი)
  • მაკარონი
  • მარილი
  • შაქარი
  • საფუარი (მშრალი ფორმის)
  • სასმელი წყალი
  • სხვა რელევანტური პროდუქტი.

ფარმაცევტული პროდუქცია

  • მედიკამენტები
  • პირველადი მოხმარების სამედიცინო საგნები (ნემსები, კათეტერები, წნევის და დიაბეტის საზომები და ა.შ.)

ჰიგიენური პროდუქტები

  • ჰიგიენური საფენები
  • კბილის პასტა და ჯაგრისი
  • პამპერსები
  • პირსახოცები (ტანის, ხელის, სახის)
  • საპარსი საშუალებები
  • ტუალეტის ქაღალდი
  • შამპუნი და საპონი

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

  • ქალის, მამაკაცის, ბავშვის ტანსაცმელი/ფეხსაცმელი
  • საწვიმრები
  • ზამთრის თბილი ტანსაცმელი
  • თერმო თეთრეული
  • და სხვა რელევანტური სამოსი

სხვა საშუალებები

  • კარავი (4 ან მეტ ადამიანზე)
  • საძილე ტომრები
  • ბრეზენტის ნაჭრები
  • იატაკის საიზოლაციო მასალა
  • საბნები და გადასაფარებლები
  • საწოლის მატრასები
  • სითხის გადასატანი ავზები (10, 20 ლ ტევადობის)
  • ცხოველთა საკვები
  • პლასტმასის პროდუქცია
  • ერთჯერადი ჭურჭელი
  • გამათბობლები
  • სანთლები
  • სანათი საშუალებები.

პროდუქცია არ უნდა იყოს მალფუჭებადი; არ უნდა იყოს ადვილად მტვრევადი/მსხვრევადი; უნდა ჰქონდეს მცირე ან ნაკლებად მოცულობითი შეფუთვა.

უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ ტვირთი მიიტანოთ შემდეგ მისამართებზე:

ბერნი,  Seftigenstrasse 7, 3007 Bern.

საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში

ტელ: 079 918 83 98

ბაზელი, Kreuzmattweg 13, 4144 Arlesheim

საკონტაქტო პირი: ლია ყავლაშვილი ჰორსთი

ტელ: 079 886 28 77

ციურიხი, Universitatstrasse 33, 8006 Zurich

საკონტაქტო პირი: ზვიად არაბიძე,

ტელ: 076 443 33 44

ლოზანა, Ch.de Maillefer 1, 1018, Lausanne

საკონტაქტო პირი: ფიქრია ზაუტაშვილი

ტელ: 077 955 75 30

ლუგანო, Via Zurigo17, 6900 Lugano

საკონტაქტო პირი: პაატა პატარაია

ტელ: 076 340 14 51“. –  ნათქვამია შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები