იაპონურ გაზეთში “Mainichi Shimbun” საქართველოს ელჩის თეიმურაზ ლეჟავას ინტერვიუ დაიბეჭდა

იაპონურ გაზეთში “Mainichi Shimbun” საქართველოს ელჩის თეიმურაზ ლეჟავას ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც საქართველოს ელჩი თეიმურაზ ლეჟავა ინტერვიუში ხაზს უსვამს, რომ 2008 წელს საქართველო იქცა რუსული აგრესიის მსხვერპლად და დღემდე ქვეყნის ტერიტორიის  20% ოკუპირებულია. შესაბამისად ქართველ ერს კარგად ესმის უკრაინელთა ტკივილი და სოლიდარობას უცხადებს მათ.

ხოლო ცნობილი იაპონური ინტერნეტგამოცემა J-cast ჩვენი საელჩოს მიერ ტვიტერის საშუალებით გამოქვეყნებული მოწოდების შესახებ წერს, რომელშიც საელჩო იაპონურ მედია საშუალებებს სთხოვს, რომ შეწყვიტონ საქართველოს, როგორც “ყოფილი საბჭოთა” ქვეყნის მოხსენიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები