გამოფენა “ძველი მეხსიერების სურათები” უკრაინას ეძღვნება

ნატო სირბილაძის რეტროსპექტული გამოფენა ძველი მეხსიერების სურათები პირველ მარტს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში გაიხსნა. გამოფენის კურატორი – კონსტანტინე ბოლქვაძე. გამოფენა გაგრძელდება პირველ აპრილამდე.”მუზეუმი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და ჩვენს ახალ გამოფენას ვუძღვნით უკრაინელ ხალხს, ვისაც ნებისმიერი თანადგომა ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. ჩვენ მათ გვერდით ვართ” – ნათქვამია სახვითი ხელოვნების მუზეუმის განცხადებაში.
ექსპოზიცია წარმოადგენს ხელოვანის ერთგვარ ბიოგრაფიულ მონოლოგს. გამოფენაზე თავს იყრის მხატვრის შემოქმედების მნიშვნელოვანი ეტაპები, რომლებიც წარმოაჩენს განვითარების ქრონოლოგიურ ხაზს 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან დღემდე. თვითნაბადი ფერმწერის ზოგადი ხელწერა სრულიად ახალი ტალღაა ქართულ სახელოვნებო სივრცეში.
ნახატები ძირითადად შესრულებულია ქაღალდზე აკვარელით და გუაშით. მისი მხატვრობა გამოირჩევა თემატიკისა და ტექნიკის მრავალფეროვნებით. ნატო სირბილაძეს დღემდე არაერთი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენა ჰქონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები