ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ორი მედალი მოიპოვეს

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა სტამბოლში, სარეიტინგო სერიაში შემავალ სეზონის პირველ ტურნირზე, ორი მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრები თურქეთში არასრული შემადგენლობით გაემგზავრა და ვერცხლსა და ბრინჯაოს დასჯერდა.

57 კილოგრამ წინით კატეგორიაში ბექა ბუჯიაშვილმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, 70 კილოგრამში მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილმა – მესამე.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც 28-30 მარტს ბუდაპეშტი უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები