”საქართველოს უნივერსიტეტი” უკრაინის მხარდასაჭერად 1 000 000 ლარს გადარიცხავს

”საქართველოს უნივერსიტეტის” ინფორმაციით, ”საქართველოს უნივერსიტეტი” თითოეული სტუდენტის სახელით, უკრაინის მხარდასაჭერად 1 000 000 ლარს გადარიცხავს.

მათივე თქმით, თავისუფლება არის მთავარი ღირებულება, რაზეც დგას საქართველოს უნივერსიტეტი.

”საქართველოს უნივერსიტეტი, თითოეული სტუდენტის სახელით, უკრაინის მხარდასაჭერად 1 000 000 ლარს გადარიცხავს.

თავისუფლება არის მთავარი ღირებულება, რაზეც დგას საქართველოს უნივერსიტეტი. ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობა ჩვენი სტუდენტების წინაშე, რომ მივცეთ მათ არა მხოლოდ კარგი განათლება, არამედ ხელი შევუწყოთ მათი თავისუფალ სამყაროში ცხოვრების და განვითარების შესაძლებლობას.

ვთვლით, რომ უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება. ამ ომში ბოროტება აუცილებლად უნდა დამარცხდეს.

სტუდენტების, კურსდამთავრებულების, ლექტორების და ადმინისტრაციის სახელით, თანადგომას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს.

დიდება თავისუფლებას”, – ნათქვამია “საქართველოს უნივერსიტეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები