ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ – ქ. ალიკანტეში მოქალაქეთა საკონსულო მიღება იგეგმება

2022 წლის 19 მარტს, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, ვალენსიის რეგიონის, ქ. ალიკანტეში მოქალაქეთა საკონსულო მიღება იგეგმება. საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებს ადგილზე გაუწევენ საკონსულო მომსახურებას. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ ბარსელონაში.

„მოქალაქეთა მიღების საათები: 10:00 დან 15:00 საათამდე

მისამართი: Calle Prudencio de la viña 8, 03007, Alicante

დეტალური ინფომაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ტელ: +  34 938 36 33 07   ( 15:00 საათიდან 18:00 საათამდე ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით)

ელ.ფოსტა: Barcelona.con@mfa.gov.ge“- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები