“ორმა ქართველმა მაღალ საფეხურზე ააფრიალეს ქართული დროშა,სოლიდარობის,თავისუფლების და თანადგომის გამოსახატავად..”

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ქართულ-ბერძნული კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაცია “ათინათი 60 “- ის თანადამფუძნებელი იზო დაშნიანი ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:
“დღეს სინდაგმიდან მონასტირაკზე ფეხით ჩამოუყევი გზას…მოვდიოდი და ვფიქრობდი,თუ როგორ ტრიალებს ბედის ბორბალი დედამიწაზე! ორ ათეულ წელზე მეტია რაც სამშობლოდან წამოვედი ,მაგრამ არც ერთი წუთი მიცხოვრია საქართველოს გარეშე… ვფიქრობდი,რამდენი ქართველი იბრძვის სიცოცხლისთვის უცხო ქვეყანაში.. ამ ფიქრით მონასტირაკის მოედანს მივუახლოვდი,ხალხმრავლობა იყო,უკრაინელები შეკრებილიყვნენ,მღეროდნენ ჰიმნს ცრემლებით…მოვიხედე და ქართული დროშა დავინახე! წავედი და დროშასთან დავდექი! დროშა საამაყო ქართველს,ძალიან კარგ ადამიანს,ხელოვანს, ანსამბლ ,,კავკასია,,-ს ხელმძღვანელს – მამუკა იმნაძეს ეჭირა,მარტო იყო! როგორ გამიხარდა! როგორ ამაღლდა ჩემი საქართველო ამდენი უცხოელის წინაშე! ვიდექით მე და მამუკა …უცბად ახალგაზრდა კაცი მოგვიახლოვდა,(სახელად აჩიკო)თუ შეიძლება დროშა მათხოვეთ მაღლა უნდა ავიტანოო და ორმა ქართველმა მაღალ საფეხურზე ააფრიალეს ქართული დროშა,სოლიდარობის,თავისუფლების და თანადგომის გამოსახატავად უკრაინელი ხალხის მიმართ!
იქ მყოფმა უკრაინელებმა მადლობა გადაგვიხადეს ! ასეთი ქართველები გვიმრავლოს ღმერთმა! მამუკა იმნაძემ და აჩიკომ მთელი საქართველოს სათქმელი თქვეს დღეს! მშვიდობა და სოლიდარობა უკრაინას!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები