„მეტი დეველოპმენტი“ ვარკეთილის ხევში მდებარე პარკის გამწვანების პროცესში ჩაერთო

„მეტი დეველოპმენტი“ გამწვანებასა და ეკოლოგიას დაარსების დღიდან განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. კომპანიის თითოეული პროექტი ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე, ეკოლოგიურად სუფთა მასალებითა და თანამედროვე სტანდარტების დაცვით ხორციელდება. გარდა ამისა, კომპანია აქტიურად მონაწილეობს ეკოლოგიური მიმართულებით მიმდინარე სოციალურ პროექტებში.

ამჯერად „მეტი დეველოპმენტმა“ ვარკეთილის ხევში მდებარე პარკის გამწვანებაში შეიტანა წვლილი. კომპანიამ სკვერის ტერიტორიაზე, რომელიც მარტში უნდა გაიხსნას, არიზონას კვიპაროსები დარგო.

„მეტი დეველოპმენტი 4 წლისაა. ამ დროის განმავლობაში, ჩვენი კომპანია, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განუწყვეტლივ ზრუნავს ეკოლოგიაზე. დღევანდელი დღეც ამის დასტურია. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მივიღეთ მონაწილეობა ამ პარკის გამწვანებასა და გალამაზებაში,“ – განაცხადა „მეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებელმა, პაპუნა ხაზალიამ.

როგორც სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რევაზ სოხაძემ აღნიშნა, მსგავსი პროექტები არა მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია.

„სამგორის რაიონში ვაგრძელებთ გამწვანების პროცესს. დღეს, „მეტი დეველოპმენტის“ დახმარებით, ვარკეთილის ხევში არსებულ პარკში რამდენიმე ათეული ხე დაირგო, რაც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი უბნის გალამაზებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, არამედ მთლიანად ქალაქისთვის. მინდა, მოვუწოდო ყველა კერძო კომპანიას, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში და გამოიჩინონ ინიციატივა, რომ ჩვენ ყველამ ერთად გავამწვანოთ ჩვენი ქალაქი,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

პარლამენტში სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, სოზარ სუბარის განმარტებით, პარკი 4 ჰექტარზეა განლაგებული. მისივე თქმით, აღნიშნული პარკი დასასვენებლად და გასართობად საუკეთესო ადგილი იქნება.

„ეს არის ვარკეთილის ხევი, რომელიც ნაგავსაყრელად იყო გადაქცეული. მართლაც უმშვენიერესი სკვერი გამოდის, 4 ჰექტარის მოცულობის, რომელიც აქაური მოსახლეობისთვის, ბავშვებისთვის თუ მოხუცებისთვის გასართობად და დასასვენებლად საუკეთესო ადგილი იქნება,“ – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები