ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Times Higher Education -ის 2022 წლის მსოფლიო ახალგაზრდა უნივერსიტეტების რეიტინგში მოხვდა

მსოფლიოს მასშტაბით  790 უნივერსიტეტის შეფასების შედეგად Times Higher Education -ის 2022 წლის მსოფლიო ახალგაზრდა უნივერსიტეტების რეიტინგში მხოლოდ 539 უნივერსიტეტი მოხვდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელიც საქართველოდან აღნიშნულ რეიტინგში შევიდა.

„2022 წლის რანგირებისთვის ბიბლიომეტრიული მონაცემების მიმწოდებელმა სამეცნიერო ბაზამ ელსევიერი (Elsevier) შეისწავლა და გააანალიზა 14.4 მილიონ პუბლიკაციასთან დაკავშირებული 108 მილიონზე მეტი ციტირება, რომლებიც ეფუძნება 24 600-ზე მეტი აკადემიური ჟურნალის მონაცემებს, ინდექსირებულს Scopus-ის მონაცემთა ბაზაში. რანგირებულ სიას ასევე საფუძვლად უდევს მსოფლიო მასშტაბით 22 000 მეცნიერის გამოკითხვის შედეგები “, – ნათქვამია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი თქმით, Times Higher Education-ის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი (THE World University Ranking) წარმოებულია 13 ინდიკატორისგან, რომელთაგან თითოეული გაერთიანებულია 5 კატეგორიაში – მნიშვნელობის მიხედვით შეწონილ სვეტებში, რომლებიც, თავის მხრივ, უმაღლესი განათლების სრულყოფის ძირითად სფეროებს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები