21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ 1999 წელს გამოცხადდა. იუნესკოს ეს გადაწყვეტილება ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და განვითარებას ისახავდა მიზნად.
ქართულ ენას ქართველებმა დედა ენა უწოდეს – ამ ენის შემსწავლელი პირველი წიგნის, იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი „დედა ენის“ სახელი. ფოტოს კი ეროვნული ბიბლიოთეკა აქვეყნებს – დედა ენის ასი წლის იუბილესადმი მიძღვნილი, 1976 წელს გამოცემული პლაკატი.
![](http://kartuli.kvira.ge/wp-content/uploads/2022/02/274289506_4877598322360625_2987155115832887139_n-667x1024.jpg)