საქართველოს ცნობილი ჟურნალისტები ეწვივნენ

პრესტურის ფარგლებში საქართველოს ცნობილი ჟურნალისტები ეწვივნენ, რომლებიც სტატიებს ამზადებენ შემდეგი გამოცემებისათვის:  “The New York Times”, BBC”-ის, “Forbes“, Independent”, Dazed Magazine, “Marie Claire”, “Sunday Times” და  ”Sueddeutsche”.

„საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები საქართველოს სამთო-სათხილამურო და გამაჯანსაღებელი კურორტების, კულტურის, ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.“, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრესტურის მიზანია ევროპის, აშშ-ისა და ისრაელის ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია, ქვეყნის ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების გაზრდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები