ბაკურიანში, ევროპის თასის ეტაპზე ბენჟამინ კარლი და ანდრეას პრომეგერი იასპარეზებენ
ბაკურიანში ევროპის თასის ეტაპი ახლოვდება.
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ინფორმაციით, ევროპის თასის შეჯიბრებაზე ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი სნოუბორდერი ბენჟამინ კარლიც იასპარეზებს. მსოფლიო თასებისა და ჩემპიონატების არაერთგზის პრიზიორმა ავსტრიელმა სპორტსმენმა სულ ცოტა ხნის წინ, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზეც პარალელურ გიგანტურ სლალომში ოქროს მედალი მოიპოვა.
მათი თქმით, ევროპის თასის შეჯიბრებაზე გამორჩეული ავსტრიელი სნოუბორდერი ანდრეას პრომეგერიც იასპარეზებს. ორგზის მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიო თასის ოცგზის გამარჯვებული პარალელურ გიგანტურ სლალომში მალე საქართველოს ეწვევა.
ევროპის თასის გათამაშების ეტაპი ბაკურიანში 19-20 თებერვალს ჩატარდება.