საერთაშორისო-საგანმანათლებლო პროექტზე ,,პატრიოტი დიასპორელი” რეგისტრაცია დაიწყო
საერთაშორისო-საგანმანათლებლო პროექტზე ,,პატრიოტი დიასპორელი” რეგისტრაცია დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს ქართული წარმოშობის დიასპორელი მოზარდების საქართველოს საჯარო სკოლებში გაკვეთილებზე დასწრებას მათთვის ხელსაყრელ კალენდარულ დროებში, სამშობლოში ვიზიტის ფაგრლებში.
პროექტის მიზანია, დიასპორელმა მოზარდებმა შეიქმნან საკუთარი სოციუმი საქართველოში, გაიჩინონ ახალი მეგობრები. ასევე უკეთ შეისწავლონ საკუთარი ქვეყნის ისტორია და მენტალურად უფრო დაუახლოვდნენ სამშობლოს, შეინარჩუნონ კავშირი სამშობლოსთან.
საჯარო სკოლების შერჩევა ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბაზაზე დაყრდნობით, სრულიად საქართველოს მასშტაბით. პროექტს ახორციელებს ააიპ ფონდი ,,საქართველოს ემიგრანტები” გერმანიაში მცხოვრები ნინო ციბაძისა და გიორგი მჭედლიშვილის ოჯახის პატრონაჟით.
პროექტი არის უფასო და მონაწილეობა შეუძლია დიასპორაში მცხოვრები ქართული წარმოშობის (მიუხედავად საქართველოს თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობისა) მოზარდებს 1 კლასიდან 12 კლასის ჩათვლით.
პროექტში მონაწილეობის მსურველებს სარეგისტრაციო ფორმულარის შევსება შეუძლიათ აღნიშნულ ბმულზე.
საპილოტე პროექტის გახსნა იგეგმება 2022 წლის აპრილის თვეში, პანდემიური სიტუაციის გათვალისწინებით.
სარეგისტრაციო ფორმულარს თან ახლავს 2022-23 წლის ქართული სასწავლო წლის კალენდარიც, რათა იცოდნენ დაინტერესებულმა პირებმა როდის არის სასკოლო არდადეგები საქართველოში და შეადარონ მათი საცხოვრებელი ქვეყნის არდადეგებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის: emigrantsofgeorgia@gmail.com