ქართული ეროვნული სამოსი და აქსესუარები “Super Chic New York ” – ზე

ნიუ იორკში, მოდის კვირეულზე “Super Chic New York ” ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის –  შორენა ბარბაქაძის მიერ ქართული ეროვნული სამოსის შთაგონებით შექმნილი კოლექციის  პრეზენტაცია გაიმართა, სამოსი ქართველმა გოგონებმა წარმოადგინეს. შორენა ბარბაქაძე ნიუ-იორკში მოქმედი ქართული კულტურის ცენტრის „ფესვები“დამფუძნებელი და მთავარი ქორეოგრაფია, ჩვენება “ფესვების” მოცეკვავეების მიერ შესრულებულმა ქართულმა ცეკვამ განსაკუთრებით ამაღელვებელი გახადა.

7 წელია ნიუ იორკში ცხოვრობს ლეილა ბახტაძე-ქურციკიძეც. ის თვითნასწავლი ხელოვანია და ქმნის ულამაზეს სამკაულებსა და აქსესუარებს. თავისუფალ დროს ხატვაც უყვარს და მის კოლექციას გამორჩეული ხელწერით შექმნილი ნახატებიც ამშვენებს. “Super Chic New York ” – ზე ლეილა ბახტაძე – ქურციკიძის  აქსესუარები 25 – მა მოდელმა წარმოადგინა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი ანსამბლ “ფესვების” მოცეკვავეების მიერ წარმოდგენილი მისი აქსესუარები იყო და მაყურებლის დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები