ვანკუვერის ტრაგედიიდან 12 წელი გავიდა
ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშები საქართველოსთვის ტრაგიკულად დაიწყო. მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო. თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, 12 თებერვალს უისტლერის საციგაო ტრასაზე საცდელი დაშვებისას ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ფატალურ შემთხვევას ემსხვერპლა.საქართველოს ოლიმპიური გუნდის გამორჩეულ და საოცარი პერსპექტივის მქონე სპორტსმენს ნამდვილად დიდი მომავალი ექნებოდა, რომ არა ეს საბედისწერო შემთხვევა.
ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის უკვდავსაყოფად და მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საქართველო და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა მუდამ ერთსულოვანი იქნება.
წყარო:საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი