ქეთევან კუპატაძე NATO-ს მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ სტატიაში სამ გამორჩეულ მეცნიერ ქალს შორის დასახელდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ქეთევან კუპატაძე NATO-ს მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ სტატიაში სამ გამორჩეულ მეცნიერ ქალს შორის დაასახელეს.ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.სტატიაში, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება, აღწერილია კარიერის სხვადასხვა საფეხურზე მყოფი NATO-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ მონაწილე სამი მეცნიერი ქალის გამოცდილება და განვლილი გზა.
 „ყოველი ახალი კვლევით უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ჩემი ადგილი ვიპოვე, რადგან ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა სიახლის უსასრულო ძიებაა“. ქეთევან კუპატაძე NATO-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ (SPS) ფარგლებში მიმდინარე კვლევაშია ჩართული და ქმნის უსაფრთხოებისა და სირთულეებთან გამკლავების შეტყობინებისა და მართვის ქსელს, რომელიც მიზნად ისახავს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის, განგაშის სისტემის შექმნას ტერორისტული ან სხვა ტიპის თავდასხმის შემთხვევაში, ასევე რეაგირების პროტოკოლების შემუშავებას ატმოსფერული ჰაერის განსაკუთრებით საშიში ქიმიური აგენტებით დაბინძურებისას. კვლევა ილიაუნის, ვენეციის კაფოსკერის უნივერსიტეტის (იტალია), კონსორციუმისა CISNA (იტალია) და პერდუს უნივერსიტეტის (აშშ) თანამშრომლობით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები