“საქართველოს საუკეთესო სომელიე 2021 ” გამოვლინდა

მსოფლიო ენოგასტრონომიაში ტრადიციად ქცეული კონკურსი, რომელიც წლის საუკეთესო სომელიეს გამოსავლენად სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობს, საქართველოში უკვე მეორედ წარმატებით ჩატარდა. ჩემპიონატში, რომელიც ორ ეტაპად მიმდინარეობდა, თორმეტმა კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა, შედეგად, 3 ფინალისტი გამოვლინდა. “საქართველოს საუკეთესო სომელიე 2021”-ის ტიტული კი, ჯაბა ძიმისტარიშვილს ერგო.
აღნიშნული კონკურსი ხელს უწყობს საზოგადოებაში ღვინისა და სომელიეს პროფესიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ეთნოტურიზმის განვითარებას, და, რა თქმა უნდა, ქართული ღვინისა და გასტრონომიული კულტურის პოპულარიზაციას ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე. ჩემპიონატი The International Sommelier Association (A.S.I.)-ის ოფიციალური წევრის – საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები