11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა

11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა. მეცნიერების პოპულარიზაციის ფარგლებში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მიზანია ხელი შეუწყოს მეცნიერების განვითარებას და ახალგაზრდა ქალთა და გოგონათა როლის მნიშვნელობის წამოწევას სამეცნიერო სფეროში.მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე გაერომ 2011 წელს დააწესა, ამ დღის აღნიშვნის მიზანია მეცნიერებასა და განათლებაში ქალების თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა და მეცნიერებაში სქესთა შორის განსხვავების აღმოფხვრა. ახალგაზრდა ქალებისთვის რომელთაც აინტერესებთ ეს სფერო, უყვართ სწავლა და კვლევა, მეცნიერება უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს.
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მართავს შეხვედრას – „ჩემი სამეცნიერო მომავალი“ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამომსვლელები გაგვიზიარებენ სამეცნიერო სფეროში თავიანთი წარმატების პირად ისტორიებს;განვითარების ეტაპებს;რა გამოწვევების და სირთულეების გადალახვა მოუწიათ; როგორც მეცნიერს, როგორ ხედავენ თავიანთ თავს მომავალში; გაუზიარებენ სასარგებლო რჩევებს ახალგაზრდა, დამწყებ მეცნიერებსა და მეცნიერებით დაინტერესებულ პირებს – აღნიშნულია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოეთეკის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები