სათვისტომო ,,კოლხეთი“ ქალაქ ანკონაში ემიგრანტებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს

იტალიაში ქართველთა სათვისტომო “კოლხეთი”-ს ინიციატივით ქალაქ ანკონაში პარასკევსა და შაბათს (11 და 12 თებერვალს) 15.00-დან 19.00 საათამდე ადვოკატი ბექა თავართქილაძე გამართავს იურიდიულ კონსულტაციებს საქართველოს მოქალაქეებთან. კონსულტაცია უფასოა. წინასწარი ჩაწერისთვის გამოაგზავნეთ მოთხოვნა ელ.ფოსტაზე: gcomunita@yahoo.com ან დარეკეთ ნომერზე: 329.973.8089 (14.30-19.30 სთ). შეხვედრის დრო და მისამართი გეცნობებათ რეგისტრაციის შემდეგ.
რომის ქართველთა სათვისტომო ,,კოლხეთი“ იტალიის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით კი ქვეყანაში არალეგალურად მყოფი პირების მიმართულებით მუშაობს, რომლებიც განსაკუთრებულად დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ასოციაციასთან თანამშრომლობენ კვალიფიციური ადვოკატები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებიან მიგრანტებს.
ართველთა სათვისტომო „კოლხეთის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბეგლარ თავართქილაძეა. ის საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია იტალიაში, რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის დოქტორი, რომის სასამართლოს ექსპერტი, იტალიის იურიდიულ მთარგმნელთა ასოციაციის პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები