კურორტი თეთნულდი “ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო შეჯიბრებას მასპინძლობს
ისტორიაში პირველად, საქართველო, სვანეთი “ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო შეჯიბრებას მასპინძლობს.
საკვალიფიკაციო ეტაპში 120-მდე სპორტსმენი მონაწილეობს მსოფლიოს 20 ქვეყნიდან. მათ შორის: რა თქმა უნდა, საქართველოდან, ასევე საფრანგეთიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, შვეიცარიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა.
„ფრირაიდზე მონაწილეობს სამი სპორტსმენ – ინფლუენსერი საფრანგეთიდან. ისინი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ეწვივნენ. სპორტსმენ – ინფლუენსერები სპორტული აქტივობების გარდა, კურორტ თეთნულდზე გადაიღებენ ფოტო-ვიდეო მასალას, რომელსაც საკუთარი სოციალური ქსელების საშუალებით, ათიათასობით ადამიანს გაუზიარებენ“, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
8 თებერვალს, ორვარსკვლავიანი ეტაპი ჩატარდა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში ორ დისციპლინაში: თხილამურები და სნოუბორდი.
ორვარსკვლავიანი ეტაპის წარმატებით ჩატარების შემდეგ, 10-12 თებერვალს თეთნულდი FWQ 4*-ს უმასპინძლებს.