ქრისტოფორო დე კასტელისა და სხვა უცნობი მხატვრის ჩანახატები და რუკა
1630-1649 წლებში საქართველოში, ოდიშის სამთავროში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი. ამ პერიოდში მან შექმნა ნაშრომი, რომელშიც აღწერილია XVII საუკუნის შუა წლების ოდიშის სამთავროსა და ზოგადად, საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარების, ყოფისა და კულტურის, ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეების ვრცელი მიმოხილვა.
ეროვნული ბიბლიოთეკის მნიშვნელოვან შენაძენთა შორისაა არქანჯელო ლამბერტის სამეგრელოს აღწერა (ნეაპოლი, 1654 წელი).
გამოცემის ეგზემპლარს ექსკლუზიურად ერთვის ქრისტოფორო დე კასტელისა და სხვა უცნობი მხატვრის ჩანახატები და რუკა.