ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფინალურ ეტაპზე გავიდა

მორის ყვითელაშვილმა პეკინში, ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე მოციგურავეთა შეჯიბრებაზე – ერთეულები (მოკლე პროგრამა) 97.98 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა. ქართველმა მოციგურავემ 97.98 ქულით კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ყვითელაშვილი ამ შედეგით ფინალურ, თავისუფალ პროგრამაზე გავიდა, რომელიც 10 თებერვალს გაიმართება.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 2022 წლის 4-20 თებერვალს მასპინძლობს, სადაც საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) 9 სპორტსმენი ასპარეზობს. პეკინში ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ხელმძღვანელობს. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელია, ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები  მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი არიან. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები