BOZAR-ში 3 ქართული ფილმის ჩვენება გაიმართება
ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ქართული ფილმებს უმასპინძლებს.
2022 წლის 18-19 თებერვალს, ფესტივალ BRIDGES – East of the West Film Days ფარგლებში, BOZAR-ში, 3 ქართული ფილმის ჩვენება გაიმართება. ეს ფილმებია:
- რას ვხედავთ როცა ცას ვუყურებთ – რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე;
- სველი ქვიშა – რეჟისორი ელენე ნავერიანი;
- მეოთხე ბრაიტონი – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.
„ფოკუსირება საქართველოზე და უკრაინაზე. ამ მე-5 გამოცემისთვის BRIDGES-ი პატივს მიაგებს თანამედროვე კინოს საქართველოდან და უკრაინიდან. ფილმების უმეტესობა მათი რეჟისორების თანდასწრებით იქნება ნაჩვენები. დაწესებული მრავალი შეზღუდვის გამო, BRIDGES-ის ეს გამოცემა შემოიფარგლება 6 ფილმით“, – ნათქვამია ფესტივალის „BRIDGES – East of the West Film Day“ ოფიციალურ ვებგვერდზე.