ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრან სლემის გამარჯვებულია

ძიუდოს ერთ – ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა შეჯიბრებამ – პარიზის გრანდ სლემმა სტარტი 5 თებერვალს აიღო.

პირველ დღეს ლაშა შავდათუაშვილმა, ვაჟა მარგველაშვილიმა და ჯაბა პაპინაშვილმა იასპარეზეს.

ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე, კარიერაში პირველი, ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი და ჯაბა პაპინაშვილი კი ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

ორი ბრინჯაო და ერთი ოქრო – ჩვენმა ნაკრებმა პარიზში პირველი დღე სამი მედლით დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები