ქართული ფილმის ფესტივალი ტოკიოში და “NHK” ფესტივალის შესახებ

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი “NHK” ქართული ფილმის ფესტივალის გახსნის ცერემონიალის შესახებ იუწყება და ხაზს უსვამს საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას სიტყვებს: “რთული მდგომარეობის მიუხედავად ჩვენმა ქვეყანამ მოახერხა, რომ საამაყო კულტურა შეექმნა. კინემატოგრაფია კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ჩვენი ქვეყნის სულს წარმოაჩენს.”

აღსანიშნავია, რომ 4 თებერვალს, იაპონიაში საქართველოს საელჩოს მიწვევით, ტოკიოში მიმდინარე ქართული ფილმების ფესტივალს იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის თავმჯდომარე, აკიკო სანტო ეწვია და ლეგენდარული ქართული ფილმის „მონანიება” ჩვენებას დაესწრო. კინოჩვენების დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩი, თეიმურაზ ლეჟავა მას ქართული კინემატოგრაფიისა და ზოგადად ჩვენი ქვეყნის კულტურის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.

შეგახსენებთ, 29 იანვარს ტოკიოში საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში, ქართული ფილმების ფესტივალი გაიხსნა, ფესტივალზე 35 ქართული ფილმი იყო წარმოდგენილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები