ამერიკული ჟურნალი “PLANTINGS” ქართული ჯარას თაფლის შესახებ წერს
ამერიკულ ჟურნალში “Plantings” გამოქვეყნდა სტატია ქართული ჯარას თაფლის შესახებ. სტატია შემუშავდა საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებისა და შვეიცარიის მიერ დაფინანსებული Alliances Caucasus Programme თანამშრომლობით. “შვეიცარია უკვე მრავალი წელია საქართველოში თაფლის წარმოების მიმართულებით მუშაობს. სწორედ ჩვენი პროექტის, ALCP, ხელშეწყობით, კატარში პირველად განხორციელდა ქართული ველური თაფლის – ჯარას ექსპორტი” – აღნიშნავს განცხადებაში შვეიცარიის საელჩო საქართველოში.
“ქართული თაფლის საიდუმლოებები” – სტატიაში ავტორი კავკასიონის მთებში არსებული უნიკალური არომატისა და გემოს თაფლის შესახებ წერს, “ახლა როდესაც მსოფლიო იცნობს ხაჭაპურსა და ხინკალს, დროა საერთაშორისო არენაზე გამოჩნდეს განუმეორებელი ქართული თაფლის გემო” აღნიშნულია სტატიაში.