ქართველმა სტუდენტმა მოწვევა University of South Carolina-დან მიიღო

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებულმა თათია ქილიფთარმა University of South Carolina-დან (აშშ)  მოწვევა მიიღო.ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს,თათიას მოწვევა ფიზიკის 5 წლიან სადოქტორო პროგრამაზე აქვს ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით. მას სრულად უფინანსდება სწავლისა და ცხოვრების ხარჯები.
თათიას ჯერ არ აქვს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, თუ კონკრეტულად რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. მას სხვა უნივერსიტეტებშიც აქვს აპლიკაციები გაგზავნილი, სადაც შერჩევის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები