საქართველო ვილნიუსში საერთაშორისო გამოფენაზე “Adventur 2022” წარდგა

ქალაქ ვილნიუსში ტურიზმისა და მოგზაურობის საერთაშორისო გამოფენა “Adventur 2022” გაიმართა,  რომელშიც საქართველო მეშვიდე წელია აქტიურად იღებს მონაწილეობას. “აღსანიშნავია, რომ საქართველო ლიეტუველი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და პოპულარულ ადგილს წარმოადგენს, რის საფუძველზეც ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან ვიზიტორთა რიცხვი ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება”- ინფორმაციას ლიეტუვაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
“Adventur 2022”-ზე საქართველოს წარმოადგენდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ასევე ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის “კასტელო მარესა” და ტურისტული კომპანია “Vaime Travel”-ის წარმომადგენლები.გამოფენაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და სხვა ეროვნული ნუგბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები