ანსამბლი “რუსთავი” პოლონეთში კონცერტებს გამართავს

2022 წლის 28 თებერვლიდან – 14 მარტის პერიოდში, პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართება ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის “რუსთავი”გასტროლები.საქართველოს საელჩო პოლონეთში დაინტერესებული მაყურებლისათვის უკვე ავრცელებს ბმულებს,  საიდანაც ანსამბლის კონცერტებზე დასასწრები ბილეთების ყიდვაა შესაძლებელი: https://biletyna.pl/event/index/?q=Rustavihttps://www.ebilet.pl/klasyka/balet-taniec/rustavi/  https://www.eventim.pl/artist/rustavi/

ლეგენდარული ქართული ანსამბლი პოლონეთის 13 სხვადასხვა ქალაქში გამართავს კონცერტს. ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი” ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად 1968 წელს დააარსა. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და დღემდე ერთიანი სახელით აგრძელებენ მოღვაწეობას. დაარსების დღიდან ანსამბლი წარმატებით ახდენს ქართული კულტურის პოპულარიზაციას ქვეყნის ფარგელებს გარეთ და გამართული აქვს 7000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები