ქართველი დიასახლისის საოცარი მინიატურული სამყარო და ემიგრაციაში გაცოცხლებული, მონატრებული ,,კოპწია“ ქართული სახლები

ძველი თბილისური სახლები, იტალიური ეზო, კახური, გურული და იმერული ოდები, სვანური კოშკები… – რას არ ნახავთ ნანა ქევხიშვილის მინიატურულ სამყაროში.

ესპანეთში 20 წლის წინ გაემგზავრა, მოგვიანებით ესპანურ-ქართული ოჯახი შექმნა და საცხოვრებლად ევროპაში დარჩა. ამჟამად ოჯახთან ერთად გერმანიაში, ქალაქ ნიურბერგში ცხოვრობს. მინიატურული ნაკეთობების სამყარო კი, მის ცხოვრებაში 2 წლის წინ გაჩნდა.

მათი შექმნით პანდემიამდე, ცოტა ხნით ადრე დაინტერესდა და მოკლე დროში საინტერესო ნამუშევრებიც დააგროვა. როგორც თვითონ ამბობს, ეს საქმიანობა მის სულიერ სამყაროს ავსებს და უკეთესის შექმნის სტიმულს აძლევს. ნანას ნამუშევრებში მხოლოდ ქართული თემატიკა გვხვდება. მისი შექმნილი ქართული კოპწია სახლები მნახველის აღფრთოვანებას იწვევენ. ყველა დეტალს ხელით ამუშავებს, სულს ჰბერავს და ქართულ ხასიათს არგებს. ნანა მათ ხის, ქაღალდის და სხვა შერეული მასალისგან ქმნის. აპირებს სამომავლოდ სცენები ქართული ფილმებიდანაც გააცოცხლოს და მშობლიური ქვეყნის ყველა კუთხეს გადასწვდეს.

რა იქცა  შთაგონების წყაროდ და როგორ ქმნის მინიატურულ საოცრებებს ემიგრაციაში – ნახეთ ვიდეობლოგში ,,ემიგრანტული ამბები“.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები