მარიამ კაკუტაშვილი უკრაინის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა
კლუბ „პირველების“ 11 წლის ტანმოვარჯიშე მარიამ კაკუტაშვილი უკრაინის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. მისი მთავარი მწვრთნელიც მზეო სამუკაშვილია.
ტურნირზე გურზებით ვარჯიშში მარიამმა 26.200 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაისაკუთრა.
13-16 მარტს მარიამ კაკუტაშვილი კიევში ირინა დერიუგინას თასზე იასპარეზებს.
