ამერიკაში, პირველ ქართულ ტაძარში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნება

8 თებერვალს საქართველოს  მართლმადიდებელი ეკლესია  წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

სწორედ საქართველოს ერთიანობის და სიძლიერის სიმბოლოს, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელზე იკურთხა პირველი ქართული ტაძარი ამერიკაში და მისი ყოვლადუსამღვდელოესის, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის საბას (ინწკირველი) ლოცვა კურთხევით იქ მრავალი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად აღინიშნება დავითობის დღესასწაული.

„ძვირფასო თანამემამულენო გელით რათა ერთად შევთხოვოთ მეოხება წმიდა მეფეს ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისათვის, რათა კვლავაც გვიწინამძღვროს სულიერ თუ ხორციელ მტერთა ზედა ძლევაზე.

5 თებერვალს “დავითობის” დღესასწაულთან დაკავშირებით , ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულებს სადღესასწაულო ლიტურღიას.

მსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

წირვის შემდეგ გაიმართება სადღესასწაულო ტრაპეზი.

წმიდა მეფე დავითი იყოს ჩვენი მეოხი წინაშე უფლისა.

მისამართი: 59 Charles Street, Ashley, PA, 18706“, – ნათქვამია წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური მონასტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები