2 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა

2 თებერვალი – წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა – „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა” და გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, თბილისში, პუშკინის სახელობის სკვერში (თავისუფლების მოედანი), 14:00-დან 16:00 საათამდე, ქართველი ავტორები: ალექსანდრე ლორთქიფანიძე, თეონა დოლენჯაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე და ბესო ხვედელიძე, ნაწყვეტებს მათ მიერ შერჩეული პოეტური თუ პროზაული ნაწარმოებებიდან, ადგილზე შეკრებილი აუდიტორიისთვის წაიკითხავენ.

“პუშკინის სკვერის სტუმრებს, აქვე, წიგნის თაროზე, 100-ზე მეტი წიგნი დაგხვდებათ იმისთვის, რომ საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს თვითონაც შემოუერთდეთ. თუ შემთხვევითობის პრინციპით არჩეული წიგნიდან ნაწყვეტს სახალხოდ წაიკითხავთ, წიგნს საჩუქრად მიიღებთ.ღონისძიება ჩატარდება კოვიდრეგულაციების სრული დაცვით.დასწრება თავისუფალია” – აღნიშნულია თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის განცხადებაში. შეგახსენებთ,2021 წლის 23 აპრილიდან, ერთი წლის განმავლობაში, თბილისი UNESCO-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები