ქართველმა კარატისტებმა საერთაშორისო ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს

2022 წლის 29-30 იანვარს ირანის დედაქალაქ თეირანში გაიმართა ყოველწლიური XVII საერთაშორისო ტურნირი კარატეში, რომელშიც მსოფლიოდან 15 ქვეყნის 1500-მდე სპორტსმენს შორის საქართველოს შოტოკან კარატეს კონფედერაციის გუნდმაც მიიღო მონაწილეობა. ქართველმა კარატისტებმა  ტურნირზე  მეათედ მიიღეს მონაწილეობა და წარმატებით იასპარეზეს. ვერცხლისა და  ბრინჯაოს მედლები  15 წლის ნიკა ყარმაზანაშვილმა მოიპოვა –  ინდივიდუალურ კატასა და კუმიტეში (65 კგ-მდე წონით კატეგორიაში).

უფროს კატეგორიაში კი, ინდივიდუალურ კატაში  ვერცხლის მედალი აიღო მზეჭაბუკ მახარაძემ. იგი საქართველოს შოტოკან კარატე კონფედერაციის უფროსი ინსტრუქტორია და საერთაშორისო ტურნირებზე 2000 წლიდან წარმატებით ასპარეზობს, მოპოვებული აქვს ყველა სინჯის 100-მდე მედალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები