დავით ღვინიანიძე ამერიკაში რევაზ ლაღიძის იუბილესთვის ემზადება

დიდი ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე ასი წლის წინ – 1921 წელს  ბაღდათში დაიბადა. მისი დაბადებიდან 100 წლისთავს კი ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბარიტონი დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში, მის მიერ დაარსებულ “ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში” აღნიშნავს.ცნობილმა მომღერალმა ამ მასშტაბურ პროექტში ქართული მხარეც ჩართო. აქედან გამომდინარე, ფილადელფიაში, “ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში” საქართველოდან  სტუმრებს ელიან,  აღსანიშნავია ისიც, რომ ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი მედეა ამირანაშვილი, რომელიც ლაღიძის ოპერა “ლელას”  (ლელას პარტია ) პირველი შემსრულებელია, დავით ღვინიანიძისგან სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.
” ჩემი მიზანია, საქართველომ არასდროს დაკარგოს თავისი კულტურული მნიშვნელობა მსოფლიოს მოწინავე ერების კულტურათა შორის და მუდამ იდგეს თავის გამორჩეულ ადგილას. რევაზ ლაღიძის 100 წლის იუბილეს გამართვა ჩემთვის დიდი სტიმული და პატივია, ამიტომ ამას სიამოვნებით ვუხელმძღვანელებ. მე ეს ჩემს სამშობლოსთან მაახლოვებს”- აღნიშნა დავით ღვინიანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები