ალექსანდრე ქორიძის ფილმის პროექტი “First Hand Fund Award” -ის მფლობელია

ქართველი რეჟისორი ალექსანდრე ქორიძე მიწვეული იყო იტალიაში, ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალის პლატფორმაზე Last Stop Trieste დოკუმენტური ფილმის პროექტით “ატონალური გაბრწყინება”, სადაც პროექტს გადაეცა First Hand Fund Award. ინფორმაციას ეროვნული კინო ცენტრი ავრცელებს. ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში წამყვანი იტალიური ფესტივალია, წელს 21 – 30 იანვარს 33-ედ ჩატარდა.ყოველწლიურად სექცია WILD ROSES ფესტივალის აუდიტორიას სთავაზობს გამორჩეული ევროპელი ქალი კინორეჟისორების ნამუშევრებს. წელს ფესტივალის  ფოკუსში ქართველი ქალი რეჟისორები მოექცნენ.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ქორიძის ფილმი “ატონალური გაბრწყინება”, პროექტების განვითარების პლატფორმის, Docu Rough Cut Boutique-ის ერთ-ერთი რჩეული გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები