ონლაინ B2B შეხვედრები და კონფერენციები საფრანგეთში ღვინის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა წარმომადგენლებთან
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ევროკავშირის დაფინანსებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს „Interco Nouvelle-Aquitaine“ მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 7-11 თებერვალს იგეგმება ონლაინ B2B შეხვედრები და კონფერენციები საფრანგეთში ღვინის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთად (მათ შორის: Inno’vin, Ertus Group, Overdrive, Wax&Grafts, Etoh, GDO-Wine tour Booking, Bucher Vaslin, Tonnelerie Sylvain.
დაინტერესებული პირებისთვის აუცილებელია კითხვარის შევსება და რეგისტრაციის გავლა Zoom-ის ბმულების მისაღებად და B2B შეხვედრებსა და კონფერენციებზე დასასწრებად.
მათი თქმით, სამშაბათს (08/02/22) და ხუთშაბათს (10/02/22), კონფერენციებზე ჩართული იქნება თარჯიმანი. შეხვედრები და ვირტუალური ვიზიტები წარიმართება ინგლისურ ენაზე.