ავიაკომპანია FLYONE Armenia საქართველოს მიმართულებით ოპერირების დაწყებას გეგმავს

დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყებას გეგმავს. ავიარეისები ერევანი – თბილისი – ერევნის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ FLYONE Armenia-ს ფრენის განაცხადი მოთხოვნილ პერიოდზე (2022 წლის 31 იანვრიდან 26 მარტის ჩათვლით) სრულად დააკმაყოფილა, თუმცა ოპერირების დაწყების ზუსტი თარიღი ავიაკომპანიის მიერ მოგვიანებით გახდება ცნობილი- ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. 
“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, FLYONE Armenia-ს ოპერირების ნებართვა 31 იანვარს მიენიჭა.გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარიული მოთხოვნები, რაც ასახვას პოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარიულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.” – აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები