ქართველი მხატვრის -თიკო სანიკიძის ნამუშევრები კანადურ ჟურნალში „OBSERVICA” დაიბეჭდება

მიმდინარე წლის აპრილში გამოვა კანადური ჟურნალის “OBSERVICA”-ს მე-16-ე გამოცემა, სადაც ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით ქართველი მხატვრის – თიკო სანიკიძის ნამუშევრები დაიბეჭდება „წილად მხვდა პატივი სხვა გამოჩენილ თანამედროვე მხატვრებთან ერთად, მეც გავუზიარო ჩემი შემოქმედება მსოფლიოს 100 ქვეყნის საუკეთესო მუზეუმებსა თუ არტ  – კოლექციონერებს. ძალიან ბედნიერი ვარ“ ამბობს თიკო სანიკიძე

თიკო სანიკიძე წლებია ამერიკაში, ნიუ -იორკში ცხოვრობს,  2020 წელს AD ART SHOW 2020-ში მისმა  ოთხმა ნახატმა გაიმარჯვა, თიკო სანიკიძე კი თანამედროვე მხატვრების საუკეთესო ასეულში მოხვდა. გარდა ამისა, AD ART SHOW-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე სტატიის წამყვან ფოტოდ სწორედ ქართველი ხელოვნის ნამუშევარი – ბუ შეირჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები