საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალშია
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ის მეოთხედფინალშია – საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიმარჯვა და ბოსნიის ნაკრები 2:1 დაამარცხა. ამ მოგებით ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეოთხედფინალის საგზურის მოპოვება შეძლო – დ“ ჯგუფში გამართული მეორე ტურის მატჩის შემდეგ, ესპანეთის ნაკრები აზერბაიჯანს დაუპირისპირდა და დრამატულ შეხვედრაში მხოლოდ ქულა მოიპოვა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილზეა.
ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ორი თამაში შემოვატრიალეთ და ეს ქართული ხასიათის დამსახურებაა. ყოველთვის გვჯერა, რომ ნებისმიერი თამაშის გადარჩენაა შესაძლებელი”
ჯგუფის ბოლო შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები 29 იანვარს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.