ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები იტალიურ ჟურნალში “Il Reportage”დაიბეჭდა

ქართველი ფოტოხელოვანის – ნათელა გრიგალაშვილის  ფოტოები იტალიური ჟურნალის Il Reportage-ს უახლეს ნომერში დაიბეჭდა. ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ფოტოხელოვანი ავრცელებს :„ჩემი მაღალმთიანი აჭარის პროექტი იტალიური ჟურნალის Il Reportage-ს უახლეს ბეჭდურ ნომერში. გარეკანზე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფოტოთი“

ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები წლებია არაერთ საერთაშორისო გამოცემაში იბეჭდება. ის დამოუკიდებელი ფოტოგრაფია, მუშაობს ფოტოსერიებზე, იღებს ძირითადად რეგიონებში, მისი ფოტოსერიები განსაკუთრებული და გამორჩეულია – მათში მხატვრული სინამდვილითაა ასახული რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა ყოვლდღიური ცხოვრება, იმედი და სევდა.ნათელა გრიგალაშვილის ცნობილი ფოტოსერიებია: „დედაჩემის წიგნი“, „დუხობორების მიწა“, „თაგვების სოფელი“, „ცხოველთა ბაზრობა”  “ეთნიკური უმცირესობები საქართველოში“  „პანკისის ხეობის ქალები”

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები