„ჩამოიქროლე პირველმა“-მესტიაში ხის ციგურებით ექსტრემალური შეჯიბრება გაიმართება

𝗥𝗲𝗱 𝗕𝘂𝗹𝗹 𝗟𝘂𝗸𝘃𝗿𝗮𝗺𝗲 – ლუხმედით სრიალის სახალისო და ექსტრემალური შეჯიბრებაა, რომელიც სვანეთსა და საქართველოს სხვა მთიანეთში შემონახულ ხის ციგურებით სრიალის უძველეს ტრადიციას აცოცხლებს.

ღონისძიების შექმნისა და ჩატარების იდეა საქართველოში დაიბადა და ლუხმედით სრიალის ექსტრემალური შეჯიბრება 5 თებერვალს, 15:00 საათზე პირველად ჩატარდება სვანეთში, მესტიაში, ერთ-ერთ უძველეს უბანში, ლანჩვალში.

ლუხმედი – ხის ხელნაკეთი ციგურების მსგავსი ინსტრუმენტია, რომლით სრიალიც შესაძლებელია ყინულსა და დატკეპნილ თოვლზე. სწორედ ამიტომ, ღონისძიების სახელწოდებაში ფიგურირებს სვანური სიტყვა „ლუკვრამე“, რომელიც „გაყინულს“ ნიშნავს.

ღონისძიების გამარჯვებული გახდება ყველაზე სწრაფი სამი მონაწილე. ჟიური ასევე გამოავლენს და დააჯილდოებს საუკეთესო კრეატიული სამოსის მქონე მონაწილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები