ექსპო 2020“-ის საქართველოს პავილიონის მორიგი შთამბეჭდავი ღონისძიებები
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 22-23 იანვარს, დუბაიში, „ექსპო 2020“-ის საქართველოს პავილიონის ორგანიზებით კალიგრაფიის დღე გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართული კალიგრაფიის ვორქშოფი ჩატარდა.
ვორქშოფზე ქართველმა კალიგრაფებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ქართული დამწერლობას სამი სახეობა.
„ექსპო 2020“-ის „ტერა აუდიტორიუმში“ ასევე გაიმართა შეხვედრა ქართველ ავტორებთან, ხოლო „დუბაის მილენიუმ ამფითეატრში“ ჩატარდა თეატრალური პერფორმანსი “7 ცოცხალი სურათი ქართული ლიტერატურიდან”.