“Nippon TV”-ის Youtube გადაცემა “BS4 Kitchen”- მა ქართული სამზარეულოს შესახებ გადაცემათა სერია მოამზადა
იაპონიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილის აღნიშვნის ფარგლებში, იაპონიის ერთ-ერთი წამყვანი ტელეარხის “Nippon TV”-ის Youtube გადაცემა “BS4 Kitchen”-ი იაპონიაში საქართველოს ელჩის რეზიდენციას ესტუმრა და ქართული სამზარეულოს შესახებ გადაცემათა სერია მოამზადა.
მაყურებელს, საქართველოს ელჩის მეუღლემ, ქ-ნმა ანანო სიჭინავამ, დედასთან – ქ-ნ მარინა ჩხარტიშვილთან ერთად რამდენიმე ქართული კერძის რეცეპტი გააცნო.