ინფორმაცია სლოვაკეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, სლოვაკეთში კოვიდ პანდემიის არსებულ რეგულაციებში, კორონავირუსის  ახალი შტამის „ომიკრონის“ გავრცელების პრევენციის მიზნით, შევიდა ცვლილებები და სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 19 იანვრიდან მოქმედებს შემდეგი რეგულაციები:

მათი თქმით, რესპირატორის ტარების ვალდებულება ვრცელდება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეში იმ შემთხვევაში, როდესაც გარე სივრცეში დისტანცია უცხო ადამიანებს შორის 2 მეტრზე ნაკლებია. გარეთ გამართულ მასობრივ ღონისძიებაზე, დისტანციის მიუხედავად სავალდებულოა ყველასთვის რესპირატორის ტარება.

კოვიდ სერტიფიკატების მოქმედების ვადა განისაზღვრა ბოლო აცრიდან 9 თვის განმავლობაში (აღნიშნული ძალაში შედის 2022 წლის 1 თებერვლიდან).

არსებულ რეჟიმებს დაემატა OP + რეჟიმი და განისაზღვრა შემდეგი რეგულაციები:

„OP +“ რეჟიმი (ვაქცინაცია, კოვიდის გადატანა + მესამე „ბუსტერ“ დოზა) – აღნიშნულ რეჟიმს ექვემდებარება:

  • სრულად ვაქცინირებული პირები, რომლებმაც მიიღეს ვაქცინის გამაძლიერებელი მესამე, „ბუსტერ“ დოზა.
  • სრულად ვაქცინირებული პირები (ორჯერადი ვაქცინის მე-2 დოზა, ერთჯერადი ვაქცინის 1 დოზა), რომლებსაც აქვთ უარყოფითი შედეგი RT-PCR ან LAMP ტესტზე არაუმეტეს 72 საათისა ან ანტიგენის ტესტზე არაუმეტეს 48 საათისა.
  • 18 წლის და 2 თვემდე ასაკის სრულად ვაქცინირებული პირები (ორჯერადი ვაქცინის მე-2 დოზა, ერთჯერადი ვაქცინის 1 დოზა) გამაძლიერებელი მესამე დოზის და ტესტის გარეშე.
  • სრულად ვაქცინირებული (ორჯერადი ვაქცინის მე-2 დოზა, ერთჯერადი ვაქცინის 1 დოზა) პირები, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ COVID-19-სგან არაუმეტეს 180 დღის წინ.
  • პირი, რომელსაც აქვს სლოვაკეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული გაიდლაინების მიხედვით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისადმი უკუჩვენება, აცრისგან გათავისუფლების შესახებ შესაბამისი საბუთის და არაუმეტეს 72 საათის RT-PCR ან LAMP ტესტის უარყოფითი პასუხის და/ან არაუმეტეს 48 საათის ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის ვალდებულებით.
  • 6-დან 12 წლის და 2 თვემდე ასაკის პირები, რომლებსაც აქვთ არაუმეტეს 72 საათის RT-PCR ან LAMP ტესტის უარყოფითი პასუხი ან არაუმეტეს 48 საათის ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი.
  • 6 წლამდე ასაკის პირები ტესტის გარეშე.

“OP” რეჟიმი (ვაქცინაცია, კოვიდის გადატანა) აღნიშნული რეჟიმს ექვემდებარება:

  • პირი, ორდოზიანი ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან არანაკლებ 14 დღის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის, ბოლო დოზის მიღებიდან.
  • პირი, ერთჯერადი ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან მინიმუმ 21 დღის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა ბოლო დოზის მიღებიდან.
  • პირი, ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან არანაკლებ 14 დღის შემდეგ, თუ პირველი დოზა იქნა მიღებულ COVID-19-ის გადატანიდან 180 დღის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა ბოლო დოზის მიღებიდან.
  • პირი, რომელმაც გადაიტანა COVID-19 არაუმეტეს 180 დღის წინ, რაც დადასტურდა RT-PCR ტესტით.
  • პირები, რომლებმაც გადაიტანეს COVID-19, 180 დღეზე მეტი ხნის წინ და აცრილი იყვნენ ვაქცინის ერთჯერადი დოზით დაავადების გადატანიდან180 დღის განმავლობაში.
  • 12 წლამდე ასაკის ბავშვები COVID-19-ის გადატანიდან არაუმეტეს 180 დღის წინ – დადასტურება გაიცემა პედიატრის მიერ ასევე 2021 წლის ნოემბრისთვის ჩატარებული ანტიგენის ტესტის დადებითი შედეგის საფუძველზე.
  • 2 წლამდე ასაკის ბავშვები;
  • 2-დან 12 წლის და 2 თვემდე ასაკის ბავშვები ანტიგენის ტესტის უარყოფითი შედეგით (მოქმედი 48 საათის განმავლობაში) ან PCR/LAMP ტესტის უარყოფითი შედეგით (მოქმედი 72 საათის განმავლობაში).

“OTP” რეჟიმი (ვაქცინაცია, ტესტირება, კოვიდის გადატა) – აღნიშნული რეჟიმი მოიცავს დამატებით ტესტის უარყოფითი შედეგს COVID-19-ზე: RT-PCR ან LAMP ტესტი  არაუმეტეს 72 საათისა ან ანტიგენის ტესტი არაუმეტეს 48 საათისა.

საბაზისორეჟიმი (ყველა, იმუნური სტატუსის მიუხედავად).

„კოვიდ -19-სგან გამოჯანმრთელებულად ითვლებიან შემდეგი პირები:

  • პირები, რომლებსაც დადასტურებული ქონდათ კოვიდ-19 PCR ტესტით და გამოჯანმრთელდნენ კოვიდისგან ბოლო 180 დღის განმავლობაში;
  • 12 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც დადასტურებული ქონდათ კოვიდ-19 ანტიგენის დადებითი ტესტის საფუძველზე, მათი პედიატრის მიერ 2021 წლის 15 ნოემბრამდე გაცემული საბუთით.

19 იანვრიდან ახალი OP+ რეჟიმით შესაძლებელია შესვლა შემდეგ ობიექტებში: საცურაო აუზები, ველნესი, ფიტნესი, აკვა პარკები, სპა და სამკურნალო ცენტრები და სასტუმროები.

სასტუმროებში მოკლევადიანი განთავსებისთვის  RT-PCR ან LAMP და/ან ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულება მოიხსნა მხოლოდ OP+ რეჟიმს დაქვემდებარებული პირებისთვის.

19 იანვრიდან OP + რეჟიმი ვრცელდება მაღალი რისკის მქონე ღონისძიებებზე, როგორიცაა დღესასწაულები, წვეულებები, ქორწილები. OP + რეჟიმი არ ვრცელდება სხვა ტიპის ჯგუფურ ღონისძიებებზე.

19 იანვრიდან შესვლა დაშვებულია ყველასთვის: სასურსათო და პირველადი საჭიროების ნივთების მაღაზიები, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები, საოფისე და სასკოლო ნივთების, საბავშვო ნივთების მაღაზიები, სამშენებლო მასალების, სამონტაჟო და ელექტროსამონტაჟო მასალების, ტექნიკის მაღაზიები.

რესტორნები და კაფე-ბარები ღიაა მხოლოდ OP და OP+ რეჟიმებით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.korona.gov.sk

საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელოთ არსებული უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვა და გაითვალისწინოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის რეკომენდაციები“. – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები